ახალი ამბები
ქუთაისის 2016 წლის საუკეთესო სპორტსმენები
FaceBook
ქუთაისის მერიის სპორტის განყოფილებამ და სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებამ, წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა.

2016 წლის განმავლობაში, პროფესიულ საქმიანობაში მიღწეული წარმატებისთვის, ქუთაისის მერიამ ორი მკლავჭიდელი –ირაკლი გამთენაძე და ზურაბ ბუცხრიკიძე დააჯილდოვა.

წლის საუკეთესო სპორტსმენებად, ასევე, დასახელდენენ ძალოსნები – დავით ხეცურიანი და შოთა მიშველაძე.

წარმატებული სპორტული სეზონისთვის, ჯილდო გადაეცა კარატე დო–ს სპორტსმენს, თამაზ გოჩელაშვილს.

ასევე, დაჯილდოვდნენ: კრივში მიღწეული წარმატებისთვის მიხეილ ბახტიძე, ბერძნულ–რომაულ ჭიდაობაში თორნიკე ჯანგავაძე, მოფარიკავე სანდრო ბაზაძე და ტყვიის მსროლელი ნინო ხუციბერიძე.

დასკვნით ღონისძიებაზე, ადგილობრივმა თვითმმართველობამ წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტები და სპორტული მიღწევები შეაჯამა.

2016 წელს ქუთაისელმა სპორტსმენებმა 1106 მედალი მოიპოვეს.

Print