ახალი ამბები
ქუთაისში 2016 წლის სპორტული მიღწევები შეაჯამეს
FaceBook
ქუთაისის მერიის სპორტის განყოფლებამ და ააიპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებამ, პროფესიული საქმიანობის ერთწლიანი შედეგები შეაჯამა.


დასკვნით ღონისძიებაზე, რომელსაც ქუთაისის მერიის ადგილობრივი თვითმმართველობისა და იმერეთის გუბერნიის წარმომადგენლები დაესწრნენ, წლის განმავლობაში განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრეს.

როგორც შეხვედრაზე თქვა, მერიის სპორტის განყოფილებამ 2016 წელს 30–მდე ადგილობრივი და საერთაშორისო ტურნირი, ხოლო სპორტულმა ააიპ–მა 36 ღონისძიება ჩაატარა.

დასკვნით ღონისძიებაზე, 3 წარმატებული სპორტული გუნდი, საუკეთესო 11 სპორტსმენი და 11 მწვრთნელი დააჯილდოვეს.

წლის გუნდად საკალათბურთო კლუბი "ქუთაისი 2010" დასახელდა.

წლის წარმატებული გუნდის სტატუსით დაჯილდოვდა საფეხბურთო კლუბი "ტორპედო", რომელმაც მიმდინარე წელს დავით ყიფიანის სახელობის თასი მოიპოვა.

ასევე, წარმატებული პორფესიული საქმიანობისთვის დააჯილდოვეს ჰოკეის ქალთა გუნდი "უქიმერიონი".

წლის სპორტსმენი ახალგაზრდებში ზვიად პატარიძე, ხოლო მოზარდებში ბექა ლომთაძე გახდა.

წლის მწვრთნელის სტატუსი მურთაზ ბებიას ერგო. წარმატებული მწვრთნელობისთვის, ასევე, ელგუჯა მარუაშვილი და კახაბერ ჩხეტიანი დააჯილდოვეს.

Print