ახალი ამბები
იურიდიული პირებისთვის ბუნებრივ აირზე ტარიფი იზრდება
FaceBook
კომერციული ობიექტების მეპატრონეებს, რომლებიც თავიანთ ბიზნესს 2017 წლის 1 იანვრიდან დაარეგისტრირებენ, ბუნებრივ აირზე გაზრდილი ტარიფის გადახდა მოუწევთ.


"სოკარ ჯორჯია გაზის" დადგენილებით, მათთვის 1 კუბური მეტრი გაზი 1.03 თეთრი ეღირება.

მომსახურების თანხა იზრდება უკვე დარეგისტრირებული იურიდიული პირებისთვისაც, რომლებიც ამ დრომდე 0.84 და 0.87 თეთრიანი ტარიფით სარგებლობენ.

ამ თანხის ნაცვლად, მათ 1 კუბური მეტრი გაზის მოხმარებისთვის 0.89 თეთრის გადახდა მოუწევთ.

იურიდიულ პირებს, ვინც 0.98 თეთრს იხდის, ცვლილება არ შეეხება.

მომსახურების ღირებულება არ იზრდება ფიზიკური პირებისთვის. ისინი კვლავ ორი სახის ტარიფით (0.47 თეთრი და 0.54 თეთრი) ისარგებლებენ.

Print