ახალი ამბები
ქუთაისის კულტურულ სახელოვნებო დაწესებულებათა გაერთიანებამ წლის ანგარიში წარმოადგინა
FaceBook
ქუთაისის ოპერის თეატრში ააიპ "კულტურულ სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებათა გერთიანებამ" საანგარიშო კონცერტი და გამოფენა წარმოადგინა.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს იმ მოსწავლეებმა, რომლებმაც სხვადასხვა რესპუბლიკური თუ საერთაშორისო ფესტივალებში გაიმარჯვეს.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო როგორც მოსწავლეების, ასევე პედაგოგებისა და გაერთიანების თანამშრომელთა ნამუშევრები: ნახატები, ხელნაკეთი ნივთები.

"ჩვენს სასწავლებლებში პროფესიონალები ასწავლიან. ამის დასტურია ის საერთაშორისო თუ რესპუბლიკური მასშტაბის წარმატებები, რაც წელს ჩვენმა მოსაწავლეებმა მოიპოვეს", - აღნიშნა ააიპ "კულტურულ სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების" მმართველმა, ელისო ქაროსანიძემ.

ოპერის ფოიეში გამოფენილი იყო გიორგი მაისურაძის სამხატვრო სკოლის მოსწავლეებისა და პედაგოგების ნამუშევრები.

Print