ახალი ამბები
ქუთაისში მთავარ ნაძვის ხეს ცეცხლოვანი შოუს ფონზე დღეს გაანათებენ
FaceBook
ქუთაისში, ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრის წინ დადგმულ მთავარ ნაძვის ხეს დღეს 19:00 საათზე გაანათებენ.
ნაძვის ხის განათება, ცეცხლოვანი შოუსა და თეატრალიზებული წარმოდგენის ფონზე მოხდება.

ქუთაისის მერიის კულტურის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლოვან, თეატრალიზებულ წარმოდგენას ჯგუფი "შოუტაიმი" გამართავს.

მიმდინარე წელს საახალწლო ნაძვის ხისთვის ქუთაისის მერიამ ახალი სათამაშოები შეიძინა.

მათი შესყიდვა-მონტაჟისთვის ადგილობრივმა თვითმმართველობამ 19 986 ლარის ღირებულების ტენდერი მიმდინარე წლის დეკემბერში გამოაცხადა.

საახალწლო ნაძვის ხე სფეროსებრი ბურთულებით, ანგელოზების გამოსახულების სათამაშოებით, ხისგან დამზადებული ფიფქებით, ირმის მანათობელი კონსტრუქციით და სხვა აქსესუარებით იქნება მორთული.

 

Print