ახალი ამბები
წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტები შვეიცარიაში გაცვლითი პროგრამებით ისარგებლებენ
FaceBook
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და შვეიცარიის ფრიბურგის უნივერსიტეტს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ხელშეკრულება სასწავლებლებს შორის სტუდენრების, პროფესორ-მასწავლებლების, სახელმძღვანელობის და სხვადასხვა პროექტების გაცვლას მოიცავს.

"ეს თანამშრომლობა იქნება საინტერესო, როგორც ქართული, ასევე, შვეიცარიული მხარისთვის. მომავალი წლის გვიან გაზაფხულზე უკვე იგეგმება შვეიცარიელების ვიზიტი ჩვენს უნივერსიტეტში. გვაქვს საინტერესო პროექტები, რომელსაც, იმედი მაქვს, ერთობლივად განვახორციელებთ," - განაცხადა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, გიორგი ღავთაძემ.

შეხვედრას პარლამენტის განათლების, კულტურის და მეცნიერების კომიტეტის ხელმძღვანელი მარიამ ჯაში დაესწრო. მისი თქმით, მსგავსი თანამშრომლობა ერთ- ერთი მნიშვენელოვანი ნაბიჯია რეგიონის განვითარებისთვის.

"მიხარია რომ წერეთლის უნივერსიტეტს შესაძლებლობა ექნება გაიზიაროს შევიცარული გამოცდილება. მიმაჩნია, რომ ეს პროექტი ბევრ სტუდენტსა და პროფესორს მოუტანს წარმატებას," - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

შეხვედრას, ასევე, ქუთაისის ადგილობრივი თვითმართველობის წევრები, იმერეთის გუბერნატორი და #47 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი, გენადი მარგველაშვილი დაესწრო.

წერეთლისა და ფრიბურგის უნივერსიტეტებს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი 5 წლის ვადით გაფორმდა.



Print