ახალი ამბები
ქუთაისში მდინარე ოღასკურაში მამაკაცის გვამი იპოვეს
FaceBook
ქუთაისში, მდინარე ოღასკურაში მამაკაცის გვამი იპოვეს.

თვითმხილველთა თქმით, შუახნის მამაკაცი დილით არხში გარდაცვლილი იპოვეს.

ადგილობრივთა ვარაუდით, მამაკაცი სოფელ მაღლაკის მკვიდრი იყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115–ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
Print