ახალი ამბები
რას სთავაზობენ და რა ღირს ქუთაისის ბარ–რესტორნებში ახალი წლის აღნიშნვნა
FaceBook
ქუთაისში, კაფე– ბარებსა და რესტორნებში საახალწო სამზადისი დასასრულს უახლოვდება.

ისინი მომხმარებელს განსხვავებულ დეკორაციებს, საახალწლო პროგრამას, მენიუსა და ფასებს თავაზობენ.

"სახლი # 11" სტუმრებისთვის ახალი წლის ღამეს, სხვადასხვა სახის პროგრამას წარმოადგენს.

თამარ მეფის #11 ში მდებარე კაფე–ბარში 31 დეკემბერის 19:00 საათიდან, საღამოს იუმორისტები თემო ნიქაბაძე და გივი პაპავა იგივე "კაკოვიჩები" გახსნიან. ასევე, სტუმრების განწყობაზე იზრუნებს მუსიკოსი ლევან ბანძელაძე იგივე ჩიჩო.

23:00 საათიდან გათენებამდე კი წვეულებას ელექტრონული მუსიკით Kochera & Giórd გააგრძელებს.

"თუ მოგწყინდათ ერთფეროვნად ახალი წლის აღნიშვნა, უნდა მოხვიდეთ ჩვენთან, რადგან შეგიძლიათ გაერთოთ მთელი ღამე და დააგემოვნოთ უგემრიელესი კერძები", – აცხადებენ "სახლი # 11" – ში.

კაფე–ბარში ახალი წლის აღსანიშნავ საღამოზე მაგიდების დაჯავშნა ჯერ კიდევ მიმდინარეობს. ერთი პერსონისთვის ღირებულება 30 ლარია.

სასტუმრო კომპლექს "ბაგრატი 1003" რესტორანში მისულ სტუმრებს ქართველი და უცხოელი შემსრულებლები უმასპინძლებენ.

სპეციალურად მოლდოვეთიდან მოწვეული "DJ ELLIZ", მოცეკვავე გოგონებთან ერთად, "ბაგრატი 1003" – ში 31 დეკემბერს და 1 იანვარს განსხვავებულ პროგრამას წარმოადგენს.

"საღამოები დაიწყება 22:00 საათიდან და მთელი ღამე გაგრძელდება. საახალწლო საღამოებს "DJ ZAPA" დაასრულებს", – აცხადებენ კომპლექს "ბაგრატ 1003"– ში.

საახალწლო საღამოებისთვის რესტორანში უკვე მიმდინარეობს მაგიდების დაჯავშნა. ერთი პერსონისთვის ბილეთის ფასი კი 60 ლარია. მასში გათვალისწინებულია საახალწლო სუფრაც.

ქუთაისის რეაბილიტირებულ უბანში არსებული ბარ– რესტორანი "პალატი" 31 დეკემბერს მსურველებს 21 საათიდან ეპატიჟება.

სტუმრების განწყობაზე ჯგუფი "SILVERSIDE" და ლაშა დადეშქელიანი იზრუნებენ.

"პალატში" აცხადებენ, რომ რესტორნის მეორე სართულის სივრცე, 31 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, სხვადასხვა შემსრულებლებს დაეთმობა.

"31 დეკემბერს, მთელი ღამის განმავლობაში ვიმუშავებთ. 1 იანვარს გვეყოლება მომღერალი ჩიჩო, 2 იანვარს ერეკლე დეისაძის საღამოს ვუმასპინძლებთ. შობის საღამოს კი პანჩო იქნება ჩვენი სტუმარი," – აცხადებენ ბარ-რესტორანში.

"პალატში" მაგიდების დაჯავშნა ნებისმიერ მსურველს შეუძლია, თანხის რაოდენობა განსაზღვრული არ არის, რადგან ის სტუმართა შეკვეთებზეა დამოკიდებული.

მესხიშვილის თეატრის მიმდებარედ მოქმედი "არტ–კაფე ბლუზი" 31 დეკემბერს არ იმუშავებს. მომავალი წლის 1 იანვარს კი, კაფე–ბარში ჯგუფი "მუზეუმი"დაუკრავს, ხოლო 2 იანვარს სტუმრებს "New face" უმასპინძლებს.

"არტ–კაფე ბლუზში" 1 და 2 იანვრის საღამოსთვის მაგიდების დაჯავშნა უკვე მიმდინარეობს. თუმცა, სტუმრებისთვის კონკრეტული თანხა განსაზღვრული არ არის.





Print