ახალი ამბები
ქუთაისის მერია ნაგავმზიდების შესაძენად სესხს იღებს
FaceBook
ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობა მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 260 000 ლარს ისესხებს.

სესხის აღების შესახებ 2016 წლის საკრებულოს ბოლო სხდომაზე იმსჯელეს, რომელიც მიმდინარე წლის 28 დეკემბერს გაიმართა.

გარდა ამისა, ქალაქის მერია დამატებით 58 000 ლარის ღირებულების გრანტს მიიღებს.

ქუთაისის ვიცე–მერი, კოტე ქავთარაძე ამბობს, რომ სესხი და გრანტი ნაგავმზიდების შეძენისთვის არის საჭირო.

"ეს იქნება თანამედროვე სტანდარტების ორი ნაგავმზიდი, რისთვისაც საჭირო გახდა სესხის აღება",–აცხადებს კოტე ქავთარაძე.

მისივე თქმით, სესხი დაბალპროცენტიანი იქნება და მას ქალაქი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 10 წლის განმავლობაში, ეტაპობრივად დაფარავს.

"ეს იქნება ძალიან შეღავათიანი, წლიური 1,5%–აინი სესხი და მას ადგილობრივი ხელისუფლება ეტაპობრივად დაფარავს", – აცხადებს კოტე ქავთარაძე.

ქუთაისის მერია სესხისა და გრანტის სახით სულ 318 000 ლარს მიიღებს.

Print