ახალი ამბები
ჩვენც მოვხუცდებით - საქველმოქმედო აქცია ქუთაისში
FaceBook

ქუთაისის N 25 სკოლის მოსწავლეებმა თაშესაფარში მცხოვრებ ასაკოვან ბენეფიციარებს დამდეგი ახალი წელი მიულოცეს


აქციის სახელწოდებით "ჩვენც მოვხუცდებით" ფარგლებში სკოლის უფროსკლასელმა მოსწავლეებმა მოხუცებისთვის სადღესასწაულო კონცერტი გამართეს და მათ
საახალწლო საჩუქრები მიუტანეს.

საქველმოქმედო აქციის ორგანიზატორის ქეთევან კიბეშავიძის თქმით, მოხუცებზე ზრუნვა თითოეული ადამიანის ვალია

"ახალ წელს ყველა იმახურებს სიხარულს და ბედნიერებას. ამიტომ ჩვენც გადავწყვიტეთ ერთი ლამაზი დღე გვეჩუქებინა მოხუცებისთვის. ამ აქციის გნხორციელებაში ძალიან დაგვეხმარა სკოლის დირექტორი, ასევე სპონსორი კომპანიები, რის გამოც მათ დიდ მადლობას ვუხდი," - განმარტა ქეთევან კობეშავიძემ.


 

Print