ახალი ამბები
ქუთაისის მერიამ სატრანსპორტო ხაზებზე კონკურსი ხარვეზების გამო ვერ გამოაცხადა
FaceBook
ქუთაისის მერიამ  სატრანსპორტო ხაზებზე ახალი ნებართვების გასაცემად  კონკურსი,  საკონკურსო პირობებში არსებული  ხარვეზების გამო ამ დრომდე ვერ გამოაცხადა. ქუთაისის მერიის ტრანსპორტის განყოფილებაში ირწმუნებიან, რომ  არსებული ხარვეზები ჩასწორებულია, ხოლო კონკურსი საკრებულოს სხდომაზე საკონკურსო პირობების დამტკიცების შემდეგ გამოცხდდება.
ქუთაისის მერიაში განმარტავდნენ, რომ აღნიშნული კონკურსი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის შემდეგ გამოცხდდებოდა. უფრო ადრე კი, ქალაქის მერი კონკურსის ჩატარებას მიმდინარე წლის მარტის ბოლოსთვის აანონებდა.
ქუთაისში ამ დროისთვის 18 საქალაქო სატრანსპორტო ხაზზე გაცემული ნებართვის ვადაა ამოწურული. კონკურსი სწორედ, ვადაგასულ ხაზებზე ჩატარდება.  

თეკლე მორგოშია
Print