ახალი ამბები
საქართველოს პრეზიდენტმა 175 მსჯავრდებული შეიწყალა
FaceBook
შეწყალების კომისიის თავმჯდომარის, ზვიად ქორიძის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტმა 175 მსჯავრდებული შეიწყალა.

მისივე თქმით, 122 შეწყალებული პირი სასჯელაღსრულების დაწესებულებას დღესვე დატოვებს, 53 -ს კი სასჯელი შეუმცრდა.

ქორიძის განცხადებით, შეწყალებულებს შორი 14 ქალია, რომელთაგან 12 დღეს დატოვებს სასჯელაღსრულების დაწესებულებას, 2-ს კი სასჯელი შეუმცირდა.

შეწყალების კომისიამ მიმდინარე წლის 13 დეკემბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით 1142 პირის საქმე განიხილა.
Print