ახალი ამბები
ქუთაისში 2016 წლის საუკეთესო სპორტსმენებს დააჯილდოვებენ
FaceBook

ქუთაისის მერია 2016 წლის საუკეთესო სპორტსემენებს 30 დეკემბერს დააჯილდოვებს.



ადგილობრივი თვითველობაში აცხადებენ, რომ ქუთაისში მოღვაწე სპორტსმენებს და მათ მწვრთნელებს სხვადასხვა საჩუქრები გადაეცემათ.

"იქნება საზეიმო მიღება, ასევე დასახელდებიან სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებული სპორტსმენები, რომლებსაც გადავცემთ სიგელებს და სხვადასხვა საჩუქრებს. გვექნება წარმოდგენილი მათ მიერ ნაჩვენები შედეგების სტატისტიკა," - განაცხადა ქუთაისის მერიის სპორტის განყოფილების უფროსმა, მანანა მანაგაძემ.

წლის საუკეთესო სპორტსმენებს 30 დეკემბერს რესტორან "რივერსაიდში" დააჯილდოვებენ. ღონისძიება 11:00 სთ–ზე დაიწყება.


 

Print