ახალი ამბები
ქუთაისის საკრებულო 28 დეკემბერს წლის ბოლო სხდომას გამართავს
FaceBook
ქუთაისის საკრებულოს წლის ბოლო სხდომა მიმდინარე წლის 28 დეკემბერს გაიმართება.

საკრებულოს რიგით 11-ე სხდომა ადგილობრივ წარმომადგენლობით ორგანოში 12:00 საათზე არის ჩანიშნული.

მასზე დღის წესრიგის მიხედვით, დაახლოებით, 13 საკითხი იქნება განსახილველი.

წლის ბოლო სხდომაზე საკრებულოს დეპუტატებმა ააიპ "ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა" და "ქუთაისის კულტურულ სახელოვნებო, საგანმანათლებო დაწესებულებათა" გაერთიანებებში მომავალი წლიდან სწავლის ყოველთვიური ღირებულება უნდა დაამტკიცონ.

ქუთაისის საკრებულოს დეპუტატებმა 2017 წლის ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი14 დეკემბერს დაამტკიცეს.

საერთო ჯამში, 2016 წელს 10 რიგითი და 12 რიგგარეშე საკრებულოს სხდომა ჩატარდა.


Print