ახალი ამბები
2016 წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენად ქუთაისელი ზვიად პატარიძე დასახელდა
FaceBook
სპორტისა და ახალგაზრდობის სამინიტრომ 2016 წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენად ქუთაისელი ზვიად პატარიძე დაასახელა.

ბერძნულ–რომაული სტილით მოჭიდავემ მიმდინარე წელს არაერთი წარმატება მოიპოვა.

ზვიად პატარიძე 2016 წლის აგვისტოში საფრანგეთის ქალაქ მაიკონში ახალგაზრდა მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, ივნისში კი ბუქარესტში ევროპის ჩემპიონის ტიტული მესამედ მოიპოვა.

8-9 ოქტომბერს, ყაზახეთში გამართულ ბოლატ ტორლუხანოვის მემორიალზე, ქუთაისელი ფალავანი ჩემპიონი გახდა, სადაც მან ფინალურ შეხვედრაში ევროპის 2015 და 2016 წლების ჩემპიონატების ბრინჯაოს პრიზიორი, ბელარუსიის ნაკრების წევრი იოსებ ჩუგოშვილი 7:0 დაამარცხა.

ყაზახეთის ტურნირის შემდეგ, მსოფლიო ჭიდაობის გაერთიანებამ (UWW) ზვიად პატარიძე "ახალგაზრდა ლომად" მოიხსენია.

ქუთაისელი მოჭიდავე წლის საუკეთესო სპორტსმენად გასულ წელსაც დასახელდა. ის ამ ნომინაციაზე ქუთაისის მერიამ წარადგინა.


Print