ახალი ამბები
რეგიონული ნაგავსაყრელის მშენებლობა სოფელ გოდოგნის ტერიტორიაზე 2017 წელს დაიწყება
FaceBook
ქუთაისის გასასვლეში, სოფელ გოდოგნის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი ნაგავსაყრელი მოეწყობა. ნაგავსაყრელის მშენებლობა, რომელიც მთლიანად იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მოსახლეობას მოემსახურება, 2017 წელს დაიწყება და ერთ წელიწადში დასრულდება.
აღნიშნული ინფორმაცია მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის წარმომადგენლებმა ქუთაისის მერიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ადმინისტრაციული ერთეულების წარმოადგენელებს გააცნეს.
ამჟამად, სოფელ გოდოგანში ე.წ კოხის ტერიტორიაზე მყარი ნარჩენების მართვის კომპანიისა და თავდაცვის სამინისტროს ერთობლივი ინიციატივით, განაღმვითი სამუშაოები მინდინარეობს.
"კომპანია ვალდებულებას იღებს ტერიტორია იქნეს გასუფთავებული და მომზადებული საწყისი სამუშაოების ჩასატარებლად," - განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა, ლევან ჯაფარიძემ.
რეგიონული ნაგავსაყრელის მშენებლობას მყარი ნარჩენების კომპანია KFW ბანკის დაფინანსებით ახორცილებს. პროექტის ღირებულება 26 მილიონი ევროა.
ახალი ნაგავსაყრელის მოწყობის შემდეგ ქუთაისში, ნიკეას  დასახლებაში არსებული ნაგავსაყრელი დაიხურება. 
დეა მანაგაძე
Print