ახალი ამბები
ქუთაისის მერიამ ეკონომიკის სამინისტროს შენობა მოსთხოვა
FaceBook
ქუთაისის მერიამ საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ქალაქში, გამსახურდიას ქუჩა #36-ში მდებარე ყოფილი #27-ე საჯარო სკოლის შენობა-ნაგებობის გადმოცემა მოსთხოვა.
გამსახურდიას ქუჩის მცხოვრებლები ყოფილი საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიის დაბინძურების გამო უკმაყოფილებას გამოთქვამენ.
მერიაში განმარტავენ, რომ საკუთრებაში გადმოცემის შემდეგ შენობას რეაბილიტაცია ჩაუტარდება, რის შემდეგაც შესაძლოა ობიექტში სოციალური საცხოვრისი მოეწყოს.
თეკლე მორგოშია
Print