ახალი ამბები
ჭიათურის მაღაროში დასაქმებული მძღოლები გაიფიცნენ
FaceBook
ჭიათურის მაღაროში საავტომობილო ტრანსპორტის მძღოლები, ხელფასების მომატების მოთხოვნით გაიცნენ.

"გაფიცულების მოთხოვნა სრულიად სამართლიანია. ისინი ბევრს მუშაობენ და ძალიან მცირე ანაზღაურებას იღებენ", - ამბობს პროფკავშირის წარმომადგენელი ქუთაისიპოსტთან საუბარში.

ჭიათურის მუნიციპალიტეტში მადნის სამთო–მოპოვებით სამუშაოებს შპს "ჯორჯიან მანგანეზი" ახორციელებს. კომპანიის ადმინსტრაციაში განმარტავენ, რომ საავტომობილო მძღოლების გაფიცვა ლარის კურსის ვარდნითაა გამოწვეული.

"ეს დოლარის კურსის მატებას უკავშირდება. თუ სადღაც დაიშვა პრეცენდენტი და ხდება საქართველოს სამსახურებში ინდექსირება ხელფასების დოლართან მიმართებაში, მაშინ გასაგებია, რომ ჩვენ არ მივდივართ ამ ნაბიჯზე, მაგრამ ამ შემთხვევაში არ არის ასე გლობალური საკითხი. ჯერ სახელმწიფომ გამოაქვეყნოს რა დონის ინფლაცია არის, რამდენად სავალალოა. ეს ხომ არ არის მარტო ერთი განყოფილება, მაგათ გარდა იქ მუშაობს 3700 ადამიანი. ეს უნდა იყოს სახელმწიფო დონეზე დაყენებული. ეს არ არის ისე, რომ მარტო ერთი ატეკის თანამშრომელს მოუნდა დოლარის გამო ხელფასის მატება", - ამბობს ქუთაისიპოსთან საუბარში შპს "ჯორჯიან მანგანეზის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ზაქარია ზალიკაშვილი.

მისი ინფორმაციით, მძღოლების ყოველთვიური ანაზრაურება საშულოდ 700 -750 ლარს შეადგენს.

ჭიათურის მაღაროს საავტომობილო განყოფილებაში 100-მეტი მძღოლია დასაქმებული.




Print