ახალი ამბები
ქუთაისში საახალწლო ნობათების დარიგება დაიწყეს
FaceBook

ქუთაისში საახალწლო ნობათების დარიგება მიმდინარე წლის 26 დეკემბერს დაიწყო და ოთხი დღის განმავლობაში გაგრძელდება.



ისინი სოციალურად დაუცველებსა და შშმ პირებზე მომუშავე ორგანიზაციებზე გადანაწილდება.

სადღესასწაულო ნობათები ბენეფიციარებს გრიგოლ ხანძთელის N19 - ში, დილის ათი საათიდან საღამოს ხუთ საათამდე დაურიგდებათ.

ქუთაისის მერიის პრესცენტრის ინფორმაციით, ქალაქის მასშტაბით სულ 3 084 ცალი ნობათი გაიცემა.

მათივე ინფორმაციით, საახალწლო ნობათში 8 დასახელების საკვები პროდუქტია (ქათამი, შაქარი, ზეთი, ფქვილი, კარაქი და ტკბილეული) მოთავსებული.

საახალწლო ნობათებისთვის ქუთაისის მერიამ 71 500 ლარი დახარჯა.

 



 

Print