ახალი ამბები
ვის ეშინია ფემინისტური კანონმდებლობის?! - დისკუსია ქუთაისში
FaceBook
ქუთაისში NIMD-ის სკოლის ოფისში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს მიერ ორგანიზებული დისკუსია გაიმართა.

მომხსენებლებმა პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის, მრჩეველმა იურიდიულ საკითხებში;ნანა გოჩიაშვილმა და სამოქალაქო აქტივისტმა
- აკაკი საღინაძემ იმსჯელეს თემაზე - ვის ეშინია ფემინისტური კანონმდებლობის? (მოდერატორი: ქეთევან ბერძენიშვილი, რადიო "ძველი ქალაქი")

მომხსენებლებმა მიმოიხილეს ბოლო ოთხი წლის მანძილზე საქართველოს პარლამენტში ფემინისტური საკანონმდებლო ინიციატივები და მიღებული კანონები.

ნანა გოჩიაშვილის თქმით ამ ხნის მანძილზე ფემინისტური კანონმდებლობის კუთხით მხოლოდ ორი ცვლილება განახორციელეს.

"სამოქალაქო კოდექსში ქორწინების ასაკად განისაზღვრა 18 წელი. აღნიშნული კანონი პასუხობდა საქართველოში არსებულ პრობლემას ადრეულ ქორწინებასთან დაკავშირებით", -აღნიშნა ნანა გოჩიაშვილმა.

2014 წელს კი დისკრინიმაციის ყველა ფორმის ამღმოფხვრის შესახებ კანონი მიიღეს, რომელიც მომხსენებლებმა გარკვეულ ინსტრუმენტად დაასახელეს გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის წინააღმდეგ საბრძოლველად.

დისკუსიაზე ისაუბრეს იმ საკანონმდებლო ინიციატივებზეც, რომლებიც ჩავარდა და პარლამენტმა არ დაამტკიცა. მაგალითად საკითხი კვოტირების, ან კანონი ფემიციდის შესახებ. რის გამოც მკვლევარები ასკვნიან, რომ ქართულ პოლიტიკაში გენდერული თანასწორობის იდეას საკმარისი თანამოაზრე არ ჰყავს. 

შეხვედრაზე იმსჯელეს კანონის აღსრულების სირთულეზე, როდესაც მაგალითად, შემაკავებელი ორდენები მაინც ვერ იცავენ ქალებს ძალადობისგან, იქამდე მკვლელობისგან.

.

Print