ახალი ამბები
გია თევდორაძე უმრავსეობას მიმართავს - გვერდზე გადავდოთ პოლიტიკური აზრთა სხვაობა
FaceBook
საპარლამენტო უმცირეობის წევრმა გია თევდორაძემ უმრავლესობას და საზოგადოების წევრებს მიმართა. როგორც თევდორაძემ "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ქუთაისისათვის ინდუსტრიული მნიშვნელობის მინიჭებასთან დაკავშირებული განცხადებები, წინასაარჩევნო, იაფფასიანი ფანდი იყო.

"იმ პირობებში, როდესაც ხელისუფლება დაჟინებით ცდილობს საპარლამენტო სტატუსი ქუთაისზე იქნეს ანულირებული და კონსტიტუციის უხეში დარღვევით პარლამენტი სანახევროდ მეოთხედად ფუნქციონირებს ქუთაისში, კეთდებოდა განცხადებები ქუთაისში ინდუსტრიული მნიშვნელობის მინიჭებასთან დაკავშირებით, რომელიც იყო წინასაარჩევნო იაფფასიანი ფანდი"- აცხადებს თევდორაძე.
თევდორაძემ ყურადღება გაამახვილა უმრავლესობის წევრის ომარ ნიშნიანიძის ინიციატივაზე ქუთაისისთვის საუნივერსიტეტო ქალაქის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.
"საუნივერსიტეტო სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, კონკრეტული დეპუტატის ინიციატვით საინიციატივო ჯგუფმა დაიწყო ქუთაისში ხელმოწერების შეგროვება, მაგრამ მე ხელთ მაქვს სავალალო პასუხი ფონდი "ქართუ"-ს მიერ გაცემული ამ ინიციატივათან დაკავშირებით, სადაც ძალიან ნათლად არის ნათქვამი, რომ ასეთი გეგმა ფონდ "ქართუ-ს" არ გააჩნია და ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, რომლის გადმოსვლასთან დაკავშირებით გროვდებოდა ხელმოწერები, გადავა მხოლოდ დედაქალაქში," - აცხადებს თევდორაძე.
ბრიფინგი მიმართვით დასრულდა, სადაც უმცირესობის წევრმა უმრავლესობას ზემოთ აღნიშნულ საკითხზე მოლაპარაკებები შესთავაზა.
"მინდა მივმართო უმრავლესობის დეპუტატებს, საზოგადოებას, იქნებ, გვერდზე გადავდოთ ყოველნაირი პოლიტიკური აზრთა სხვაობა და საერთო ძალებით მივიდეთ კონსესუსამდე," - განაცხადა გია თევდორაძემ.

ლანა კოკაია

Print