ახალი ამბები
საია–ს თავმჯდომარის მოადგილედ გიორგი სანტურიანი აირჩიეს
FaceBook
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალის თავმჯდომარე, გიორგი სანტურიანი, ორგანიზაციის გამგეობის გადაწყვეტილებით, საია–ს თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს.

გიორგი სანტურიანი ამბობს, რომ ახალ პოზიციაზე მოვალეობას ქუთაისიდან შეასრულებს.

"საია–ს 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საერთო კრება ხვალ გაიმართება წყალტუბოში, სადაც ამავე დროს ქუთაისის ფილიალის ახალ თავმჯდომარეს აირჩევენ", - ამბობს გიორგი სანტურიანი.

წყალტუბოში ორგანიზაციის საერთო კრება 15:00 საათზე დაიწყება.

ღონისძიებაზე ქუთაისის ფილიალის თავმჯდომარის გარდა, გამგეობის ხუთ წევრსაც აირჩევენ.

გიორგი სანტურიანი საქართველოს ახალგარზდა იურიტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალში 2011 წლიდან მუშაობს, ხოლო ქუთაისის ფილიალის თავმჯდომარედ 2015 წელს, ერთი წლის ვადით აირჩიეს.


Print