ახალი ამბები
ქუთაისში დაგეგმილი საახალწლო ღონისძიებები
FaceBook
ქუთაისის მერიის კულტურის სამსახური საახალწლო ღონისძიებებისთვის 98 000 ლარამდე დახარჯავს.

სადღესასწაულო აქტივობები ქალაქის მასშტაბით 20 დეკემბრიდან დაიწყება და 13 იანვრამდე გაგრძელდება.

საახალწლო პროგრამის ფარგლებში ქუთაისში კონცერტები, კონკურსები და სანახაობრივი წარმოდგენები ჩატარდება.

20–22 დეკემბერს მელიტონ ბალანძივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის დრამატულ თეატრში საახალწლო მასკარადით გაიმართება.

26-27 დეკემბერს 15:00 საათზე ქუთაისის მერია, საკონფერენციო დარბაზში, წლის საუკეთესო სპორტსმენებს დააჯილდოებს.

22-29 დეკემბერს ქუთაისში იმ სკოლას გამოავლენენ, რომელშიც ყველაზე კრეატიული საახალწლო ნაძვის ხე იქნება წარმოდგენილი.
კონკურსში მონაწილეობის მიღება ყველა საჯარო და კერძო სკოლას შეუძლია.

ასევე, კონკურსი გაიმართება ნაძვის ხეების საუკეთესო საახალწლო დიზაინისთვის, რომელშიც სკოლებთან ერთად, საბავშვო ბაღებიც ჩაერთვებიან.

29 დეკემბერს კი თეატრალიზებული ცეცხლოვანი შოუს ფონზე, ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრის წინ ქალაქის მთავარი ნაძვის ხე განათდება.
ღონისძიებების ფარგლებში 31 დეკემბერს, რეაბილიტირებულ უბანში საახალწლო ბაზრობა მოეწყობა.

ქუთაისის მერიის კულტურის სამსახურის ინფორმაციით, პირველი საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგდება ტენტები, სადაც ხელნაკეთი საახალწლო აქსესუარები, სუვენირები, მისალოცი ბარათები, საახალწლო ნაძვის ხეები, მცენარეები და ხალხური რეწვის ნიმუშები (თექა, ბატიკა) იქნება გამოფენილი.

ბაზრობაზე, ასევე, ქუთაისში არსებული კვების ობიექტები და მეწარმეები გამოიტანენ თავიანთ პროდუქციას.

საახალწლო ზღაპრული ქალაქის გახსნა კი მონლპეზირის თაღთან 30 დეკემბერსააა დაგეგმილი, სადაც მინი სპექტაკლები, პანტომიმა-პერფორმანსი ჩატარდება.

ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე 31 დეკემბერს თოვლის ბაბუების ფლეშმობი და ტეატრალიზებული მსვლელობა ჩატარდება. თოვლის ბაბუა პატარებს დაურიგებს საჩუქრებს და გოზინაყით გაუმასპინძლდება.

31 დეკემბერს, 22:00 საათზე ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ჯგუფი "არა" და მეგი გოგიტიძე ბენდთან ერთად იმღერებს.

1, 2, 3 იანვარს ოპერის თეატრში ბავშვებისთვის საახალწლო საჩვენებელი წარმოდგენა ჩატარდება, სადაც სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიანი ოჯახის შვილებს საჩუქრები დაურიგდებათ.

7 იანვარს 12:00 საათზე საშობაო მსვლელობა "ალილო" გაიმართება ბავშვთა ფოლკლორულ ანსამბლ "ნაი-ნაის" მონაწილეობით. მსვლელობისას შეგროვებული ნუგბარი "დღის ცენტრებს" და წყალწითელას პანსიონის მოხუცთა თავშესაფრის ბენეფიციარებს გადაეცემა.

8 იანვარს მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრში საბავშვო მიუზიკლ "საშობაო ზღაპარს" წარმოადგენენ.

ოპერის თეატრში, ასევე, 13 იანვარს საშობაო კონცერტია დაგეგმილი, სადაც მუსიკოსები შეასრულებენ შობის თემაზე შექმნილ მსოფლიო მუსიკის შედევრებს.

საახალწლო ღონისძიებები ქუთაისში ახალგაზრდებისთვის კარნავალით დაგვირგვინდება, რომელიც 100 საფეხურიან კიბეებთან 13 იანვარს ჩატარდება.
Print