ახალი ამბები
ქუთაისში 1000–მდე აბონენტს, შესაძლოა, გაზმომარაგება 2 დღით შეუწყდეს
FaceBook
ქუთაისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე 1000–მდე აბონენტს,  შესაძლოა გაზის მიწოდება შეუწყდეს.

"სოკარ ჯორჯია გაზის" ქუთაისის ოფისში აცხადებენ, რომ გაზსადენზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დილიდან დაიწყო, რამაც შესაძლოა გაზის გათიშვა გამოიწვიოს.

"თუ მოითხოვა ტექნიკურმა სამუშაოებმა, შესაძლოა მოგვიწიოს გათიშვამ. აბონენტები უკვე გაფრთხილებული არიან", –აცხადებს "სოკარ ჯორჯია გაზის" ქუთაისის ოფისის მენეჯერი, თემურ ხვინგია.

მისივე თქმით, გაზმომარაგების შეწყვეტის შემთხვევაში ბუნებრივი აირის მიწოდების აღდგენა ეტაპობრივად, ორი დღის განმავლობაში მოხდება.

ქუთაისში, მოსახლეობას დილიდან არ მიეწოდება სასმელი წყალი.

შეზღუდვებია, ასეევე, ელექტრომომარაგებაზე. ელექტროენერგია ქალაქის 1800  აბონენტს გათიშული აქვს.

Print