მიმდინარე წლის 21 დეკემბერს ქუთაისში სასმელი წყლის მიწოდება მთელ
ქალაქს შეუწყდა. სასმელი წყალი მოსახლეობას დილიდან აღარ
მიეწოდება.
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის
სერვისცენტრის დირექტორის, ირაკლი ტურძელაძის განმარტებით, შეფერხების
მიზეზი გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოებია.
როგორც უწყებაში ირწმუნებიან, სასმელი წყალი საღამოს 19:00 საათიდან
აღდგება.
"მიმდინარეობს გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოები, რომ ახალ წელს არ
გვიღალატოს სისტემამ, ამიტომ ერთი დღე საღამომდე ყველაფერი უნდა
მოვასწროთ, თუ რამე ხელს არ შეგვიშლის", - განმარტავს წყალმომარაგების
კომპანიის ქუთაისის სერვისცენტრის დირექტორი.
მასალის გამოყენების პირობები