ახალი ამბები
ამბროლაურში აეროპორტი იანვრიდან გაიხსნება
FaceBook
ამბროლაურიდან რეისები ნატახტარის მიმართულებით შესრულდება.

აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ამბროლაურის აეროპორტის ასაფრენი ზოლი და ბაქანი მოწყობილია და საჰაერო მიმოსვლები საავიაციო სერტიფიცირების გასვლისთანავე დაიწყება.

აეროპორტიდან პირველი რეისი იანვრის თვეში ნატახტარი - ამბროლაური- ნატახტარის მიმართულებით შესრულდება.

ამბროლაურის აეროპორტის მშენებლობა 2016 წელს დაიწყო.

პროექტის საინვესტიციო ღირებულება 10 მილიონი ლარია.



Print