ახალი ამბები
სირიელი ხალხის მხარდასაჭერად ქუთაისში აქცია გაიმართა
FaceBook
სირიის დედაქალაქში მცხოვრებთა მხარდასაჭერად ქუთაისში აქცია სახელწოდებით "საქართველო სირიელი ხალხისთვის - Georgia for Syria" გაიმართა.

აქციის ორგანიზატორი არასამთავრობო ორგანიზაცია "თაობათა დიალოგის" წარმომადგენელი, აკაკი საღინაძე გახლდათ.

მან სამი ძირითადი მოთხოვნა გააჟღერა.

"ადგილობრივ თვითმმართველობას ვთხოვთ რამდენიმე დღით შეაჩეროს საახალწლო განათებები. სახელმწიფომ კი შექმნას ბაზა, რომლის საშუალებითაც ნებისმიერი სამსახური, არასამთავრობო ორგანიზაცია და მოქალაქეები შეძლებენ, შეაგროვონ ინფორმაცია პირველადი საჭიროებების შესახებ და გააგზავნიან მათ კონფლიქტის ზონაში, ეს იქნება ჰუმანიტარული პროდუქცია თუ სხვა და მესამე, მთავრობამ მიიღოს რეზოლუცია, რომელიც მომავალი კვირისთვის გადაავადეს, გამოუცხადონ ოფიციალური სამძიმარის სირიას, რადგან ასეთი დანაკლისი კარგა ხანია არ უნახავს მსოფლიოს,"– განაცხადა აკაკი საღინაძემ.

ქალაქის ცენტრალურ მოედანზე შეკრებილმა 30–მდე ადამიანმა ალეპოში მიმდინარე მოვლენები გააპროტესტა.

"უარი უნდა ვუთხრათ ომს, არა მარტო სირიაში, არამედ მთელს მსოფლიოში. ბავშვები, ვიღაცის პოლიტიკური ინტერესების გამო, არ უნდა იღუპებოდნენ," – განაცხადა აქციაზე თემურ ცამციშვილმა.

Print