ახალი ამბები
ქუთაისში 1800 აბონენტს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება
FaceBook
მიმდინარე წლის 21 დეკემბერს, ქუთაისში 1800 აბონენტს, რამდენიმე საჯარო და საგანმანათლებლო დაწესებულებას ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.


"ენერგო პრო ჯორჯიას" ინფორმაციით, დილის 10:00 საათიდან საღამოს 18:30 საათამდე # 92 ფიდერი გაითიშება, რის გამოც ენერგომომარაგება შეუწყდება რუსთაველის ქუჩის კენტ ნომრებს #77დან # 137 –ის ჩათვლით და ლუწ ნომრებს #92 დან # 124 –ის ჩათვლით.

ასევე, ცხინვალის, პეტრიწის მე–2 შესახვევს, არაყიშვილის, ბარნოვის, ბარათაშვილის, გევლესიანის, ფარნავაზ მეფისა და თავისუფლების ქუჩებს.

ელექტროენერგომომარაგება დროებით შეუწყდება # 7 და # 41 საჯარო და კერძო სკოლა "ლამპარს".

ელექტროენერგიის გარეშე, ასევე, დარჩება შემოსავლების სამსახური, # 3 სამშობიარო სახლი და ე.წ. "ხარისხის სახლში" განთავსებული დაწესებულებები.

Print