ახალი ამბები
ქუთაისში ინტენსიური თოვა დღის ბოლომდე გაგრძელდება
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქუთაისში ინტენსიური თოვა მიმდინარე წლის 20 დეკემბერს დღის ბოლომდე შენარჩუნდება.

ღამის განმავლობაში კი თოვლი შედარებით შესუსტდება და ხვალ დილიდან გამოიდარებს.

"დღის ტემპერატურა - 1 +1 ის ფარგლებში იქნება. ხვალ დილიდან უნდა გამოიდაროს, მაგრამ იქნება ყინვა -2 -4 გრადუსამდე," - აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

მათი თქმით, 23 დეკემბრიდან დასავლეთ საქართველოს მთელს ტერიტორიაზე აღმოსავლეთის ძლიერი ქარი იქროლებს.


Print