ახალი ამბები
გადადებული რეისები და გაუწმენდავი გზები – რა ხდება ქუთაისის აეროპორტში
FaceBook
ქუთაისის დავით აღმაშენებლის საეთაშორისო აეროპორტში მგზავრები რეისების შესრულებას ელოდებიან.
ამ დრომდე უცნობია ზუსტი დრო, თუ როდის შერულდება რეისები.

ტურისტები ამბობენ, რომ მთავარი პრობლემა არა უამნდობის გამო გადადებული რეისი, არამედ აეროპორტის მიმდებარედ არსებული მოუწესრიგებელი გზებია. 

"21-ე საუკუნეში წარმოუდენელია საერთაშორისო აეროპორტში იყოს მსგავსი ვითარება. გახედეთ გარეთ თოვს და ტექნიკა არ მუშაობს, რომ მიმდებარე ტერიტორია იწმინდებოდეს. მგზავრები ჩამოვდივართ ხელბარგით და გვიწევს თოვლიანი გზის გამოვლა. ეს უფრო დიდი პრობლემაა, ვიდრე გადადებული რეისები," - აცხადებს "ქუთაისისპოსტთან საუბარში" ერთ-ერთი ტურისტი.

დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტში აცხადებენ, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე გაწმენდითი სამუშაოები დაწყებულია.

დიდთოვლობის გამო ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში საჰაერო მიმოსვლა შეჩერებულია. შეფერხება ბუდაპეშტის, ვარშავის, კიევის და სალონიკის ავიარეისების შესრულებას შეეხო.


Print