ახალი ამბები
წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საახალწლო ღონისძიებები იწყება
FaceBook

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა საახალწლო ღონისძიებებს იწყებს.


ვიდეო კონკურსი საახალწო თემატიკაზე, წერილი სანტას, "საიდუმლო სანტა" და წყვილები ერთნაირი ნომრებით – ეს სტუდენტებისთვის მომზადებული საახალწლო აქტივობების ჩამონათვალია.

"ვიდეო კონკურსში შეზღუდვები არ არსებობს. მთავრია, საახალწლო თემზე იყოს, ასევე, ორიგინალურად უნდა მიწერონ სანტას წერილი. "საიდუმლო სანტა" გავრცელებული თამაშია და ჩვენს სტუდენტებსაც ექნებათ შანსი იყვნენ სანტები და ბოლოს, სტუდენტებმა უნდა იპოვონ ერთნაირი ნომრების მქონე მეწყვიილები," - განაცხადა წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტმა, გიორგი ოკრიბელაშვილმა.

საახალწლო ღონისძიბებში მონაწილება წერეთლის უნივერსიტეტის ნებისმიერ სტუდენტს შეუძლია. აქტივობებზე რეგისტრაცია მიმდინარე წლის 20 დეკემბერს ეტაპობრივად დაიწყება და 2017 წლის 8 იანვრამდე გასტანს.

გიორგი ოკრიბელაშვილის თქმით საახალწლო ღონისძიებების დაჯილდოვება 8 იანვარის შემდეგ გაიმართება, გამარჯვებულებს კი სასაჩუქრე ბარათები გადაცემათ.

 

Print