ახალი ამბები
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში საჰაერო მიმოსვლა შეჩერებულია
FaceBook
დიდთოვლობის გამო ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში საჰაერო მიმოსვლა შეჩერებულია.

ამ ინფორმაციას დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის ადმინისტრაცია სოციალურ გვერდზე ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეფერხება შეეხო ბუდაპეშტის, ვარშავის, კიევის და სალონიკის ავიარეისების შესრულებას.

მგზავრები გადაყვანილია აეროპორტის ტერმინალის შენობაში.

"ველოდებით ამინდის გაუმჯობესებას," - ნათქვამია აეროპორტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
Print