ახალი ამბები
კოლხური ჯონჯოლის გამოსახულებით საფოსტო მარკა გამოიცა (ფოტო)
FaceBook
საფოსტო მარკა კოლხური ჯონჯოლის გამოსახულებით ერთ–ერთია, რომელიც მიმდინარე წელს მიმოქცევაში გამოვიდა.

ოთხი თემატიკის 7 ახალი მარკა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი გახარიას შესაბამისი ბრძანებით გამოიცა.

ისინი რამდენიმე თემას აერთიანებს: საქართველოს სამთო კურორტები – "მესტია", "ბაკურიანი", "გუდაური"; გამოჩენილი ქართველი მოღვაწე – "ივანე ჯავახიშვილის 140 წელი"; ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლები – "ალავერდის საკათედრო ტაძარი"; საქართველოს ფლორა – "კოლხური ჯონჯოლი".

ახალი საფოსტო მარკების შეძენა "საქართველოს ფოსტის" სერვის ცენტრებშია შესაძლებელი. 



საქართველოს ფლორა – "კოლხური ჯონჯოლი" 



ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლები – "ალავერდის საკათედრო ტაძარი" 



გამოჩენილი ქართველი მოღვაწე – "ივანე ჯავახიშვილის 140 წელი" 



საქართველოს სამთო კურორტები – "მესტია", "ბაკურიანი", "გუდაური"
Print