ახალი ამბები
ქუთაისის მერია საუკეთესო საახალწლო მორთულობისთვის კონკურსს აცხადებს
FaceBook
ქუთაისის მერია, ქალაქში არსებული დაწესებულებების საუკეთესო საახალწლო გაფორმებისთვის, ფულად პრიზებსა და საჩუქრებს აწესებს.

ამ მიზნით, ადგილობრივმა თვიმმართველობამ კონკურსი სახელწოდებით "ახალი წელი 2017" გამოაცხადა.

მასში მონაწილეობის მიღების უფლება ქალაქში ყველა ტიპის დაწესებულებას (სავაჭრო ცენტრები; აფთიაქები; საზ.კვების ობიექტები-რესტორნები; სასტუმროები; სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები; ბანკები; კულტურული დაწესებულებები; სკოლები, მუზეუმები, არასამთავრობო სექტორი) აქვს.

"ინტერიერის, ექსტერიერის და მიმდებარე ტერიტორიის საუკეთესო საახალწლო გაფორმებისთვის, სკოლები და ბაღები 2000 ლარის ღირებულების საჭირო ტექნიკით, ხოლო სხვა ტიპის დაწესებულებები, საახალწლო კალათით დასაჩუქრდება," - ამბობს ქუთაისის მერიის კულტურის სამსახურის უფროსის მოადგილე მაია მურუსიძე "ქუთაისიპოსტთან" საუბარში.

მისივე თქმით, კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა აუცილებელია განაცხადი მითითებულ ელექტრონულ მისამართზე This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it გადააგზავნონ.

საუკეთესო საახალწლო გაფორმების მქონე 3 დაწესებულებას ქუთაისის მერიაში შექმნილი სპეციალური კომისია გამოავლენს, რომელიც კულტურის სამსახურის წარმომადგენლებითა და კულტურის სფეროში მოღვაწე ადამიანებითაა დაკომპლექტებული.

Print