ახალი ამბები
Le Figaro– 2016 წელს პროფესიული მოვალეობის შესრულებისას 57 ჟურნალისტი დაიღუპა
FaceBook
2016 წელს, პროფესიული მოვალეობის შესრულებისას, 57 ჟურნალისტის დაიღუპვის შესახებ ფრანგული Le Figaro "რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" ანგარიშზე დაყრდნობით იუწყება.


გასულ წელს კი, პროფესიული მოვალეობის შესრულებისას, 67 ჟურნალისტი დაიღუპა.

"რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" ანგარიშის თანახმად, 2016 წელს სირია "ჯოჯოხეთად" იქცა, სადაც 19 ჟურნალისტი დაიღუპა, ავღანეთში - 10, მექსიკაში - 7, ხოლო იემენში - 7 ჟურნალისტი.

"მნიშვნელოვანი კლება წინა წლის პერიოდთან შედარებით გამოწვეულია იმ ფაქტით, რომ სულ უფრო და უფრო მეტი ჟურნალისტი ტოვებს თავიანთ ქვეყნებს, სადაც ყოფნა ძალიან სახიფათოა. სირია, ერაყი, ლიბია, იემენი, ავღანეთი, ბანგლადეში, ბურუნდი ნაწილობრივ შავ ხვრელად იქცნენ, სადაც დაუსჯელობა სუფევს", - აღნიშნულია ანგარიშში.

ჟურნალისტების უმეტესობა თავიანთ ქვეყნებში მოკლეს, გარდა ოთხი ჟურნალისტისა. ისინი საზღვარგარეთ, მივლინებაში ყოფნისას დაიღუპნენ. 



Print