ახალი ამბები
დასავლეთ საქართველოში ძლიერი ყინვა შენარჩუნდება
FaceBook

დასავლეთ საქართველოში 20 დეკემბრამდე ძლიერი ყინვაა მოსალოდნელი


გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით დასავლეთ საქართველოში დღის მანძილზე ყინვა შენარჩუნდება და ტემპერატურა - 1 - 2 გრადუსის ფარგლებში იქნება.

ხოლო ღამით დასავლეთ საქართველოს დაბლობში ტემპერატურა - 2, - 7, - 10 გრადუსს მიაღწევს.

"დღეს და ხვალ, როგორც დასავლეთ, ასევე, აღმოსავლეთ საქართველოში ყინვა შენარჩუნდება. ღამით დაბლობში - 10, მთაში -15, ხოლო მაღალმთიან რეგიონებში -21 გრადუსი დაფიქსირდება," - განაცხადა გარემოს ეროვნული სააგენტოს მთავარმა სინოპტიკოსმა, ნაიარა მანველიშვილმა "ქუთაისიპოსტთან" საუბარში.

გარემოს ეროვნული საგენტოს ინფორმაციით 20 დეკემბრიდან დასავლეთ საქართველოში კვლავ თოვლია მოსალოდნელი.

 

 

Print