ახალი ამბები
თოვლისა და ლიპყინულის გამო საავტომობილო გზებზე ისევ შეზღუდვებია
FaceBook
გზებზე არსებულ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

თოვლისა და ლიპყინულის გამო შეზღუდვებია ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ68-კმ125 (ცაგერი-ბენიერი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა

თუმცა ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ამავე გზის კმ1-კმ67 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ36-კმ72 მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზის კმ1-კმ22 მონაკვეთზე და ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ10-კმ60 (ორპირი-ნაქერალა) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ხოლოქუთაისი-ალპანა-მამისონის საავტომობილო გზის კმ38-კმ50 (ტვიში-ალპანა) მონაკვეთზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა და ამ გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
Print