ახალი ამბები
ქუთაისში პარკირების ადგილებზე აუქციონი დღეს მესამედ გამოცხადდება
FaceBook
ქუთაისის მერის შოთა მურღულიას განმარტებით, ქალაქში პარკირების ადგილები აუქციონზე მესამედ დღეს, კვალვ ერთ ლოტად გავა. მურღულიას თქმით, არ შეცვლილა არც ფასები და არც პარკინგის ადგილები.
"არა უშავს თუ ჩავარდა, ისევ გავა აუქციონზე და გაიყიდება.  ნუ ახარებთ თუკი რამე ჩავარდა. მთავარია შენი ქალაქი გიყვარდეს", - განმარტავს ქუთაისის მერი.
ის ასევე გამოეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, აუქციონის ჩავარდნა მურღულიას ინტერესებში შედის.
"სწორედ, ეს ადამაინი იძახდნენ, ვიდრე მე ჩამოვიდოდი, რომ პარკინგის თემა მოგვარებულიყო. ახლა ვთქვა რომ მათი ინტერსებიც იყო?", - აღნიშნავს მურღულია.
ქუთაისის მერიამ პარკირების ადგილებზე აქციონი მეორედ მიმდინარე წლის 3 აპრილს გამოაცხადა. აქციონი გუშინ დასრულდა, თუმცა არავინ დაინტერესებულა.

თეკლე მორგოშია
Print