ახალი ამბები
ხონში მცხოვრები ეკომიგრანტების პრობლემებზე სამუშაო ჯგუფი შეიქმნა
FaceBook
რეგიონალური ინიციატივების ცენტრის ორგანიზებით, პროექტის "ეკომიგრანტები უფლებებისთვის" ფარგლებში ხონში შეხვედრა გაიმართა

მას მუნიციპალიტეტში მცხოვრები ეკომიგრანტები, დევნილთა და განსახლების სამინისტროს, არასამთავრობო სექტორისა და ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენელები, ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე ხონში მცხოვრები ეკომიგრანტების პრობლემების შესახებ ისაუბრეს.

"ხუთი პრობლემა გამოიკვეთა. ესენია: გზის და ტრანსპორტის მოგვარება, საცალფეხო ხიდის აღდგენა, საკმარისი საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფა და გაზიფიცირება. პირველი სამი საკითხი ადგილობრივ დონეზე უნდა გადაწყდეს. ადგილობრივმა თვითმართველობამ დაგვპირდა, რომ მათ მოსაგვარებლად საჭირო თანხები ბიუჯეტში იქნება გათვალისწინებული, ხოლო საცხოვრებელ ფართებით დაკმაყოფილებაზე სამინისტრომ გეგმა-გრაფიკი წარმოადგინა. რაც შეეხება გაზიფიცირებას, ეს საკითხი ღიად რჩება," - აღნიშნა პროექტის ხელმძღვანელმა, მარიკა ვაჭარაძემ.

შეხვედრაზე მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფის შექმნა გადაწყდა, რომელიც ეკომიგრანტებით, მედიის, არასმთავრობო და სამთავრობო სექტორის წარმომადგენლებით დაკომპლექტდება.

სამუშაო ჯგუფი პერიოდულად შეიკრიბება და სამოქმედო გეგმის სტარტეგიას შეიმუშავებს.

პროექტი "ეკომიგრანტები უფლებებისთვის" ხონის მუნიციპალიტეტში 4 თვის მანძილზე ხორციელდება, რომელიც დემოკრატიის ინსტიტუტის მიერ არის დაფინანსებული.

Print