ახალი ამბები
ბავშვებისთვის წერა ბეწვის ხიდზე სვლაა - ქუთაისში გიორგი კეკელიძის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა
FaceBook
ქუთაისის "ახალგაზრდულ ცენტრში" გარდაცვლილი ოპერატორის, სოფო ბობოხიძის სახელობის სახელობის სამკითველო კუთხე გაიხსნა.

სამკითხველო კუთხის მოწყობის ინიციატივით საქართველოს ეროვნული საპარლამენტო ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი, მწერალი გიორგი კეკელიძე გამოვიდა, რომლის წიგნის " თომას ზღაპრების" პრეზენტაციაც გაიმართა ახლგაზრუდულ ცენტრში.

ბიბლიოთეკისთვის საჭირო ფონდს გიორგი კეკელიძის ახალი წიგნების "თომას ზღაპრები" და"გურული დღიურები" გაყიდვიდან შემოსული თანხით შეიძენენ.

წიგნების " პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო ახალგაზეეული ცენტრის სამხატვრო სტუდიიის მოსწავლეების მიერ შექმნილი კეკელიძის წიგნების ილუსტრაციების გამოფენა, თეატრალური სტუდიის ბავშვებმა კი წაიკითხეს ეპიზოდები წიგნიდან "თომას ზღაპრები".

" ბავშვობა რთული რამაა, როდესაც ბავშვებისთვის წერ, ერთის მხრივ უნდა დაბრუნდე შენს ბავშვობაში და გაიხსენო შენი წარმოდგენები, მეორეს მხრივ კავშირი გქონდეს თანამედროვეობასთან. ეს ბეწვის ხიდზე სვლაა, "- აღნიშნა გიორგი კეკელიძემ.

გიორგი კეკელიძემ ისაუბრა აღნიშნული წიგნის შემქნის ისტორიაზე და მიუთითა ზღაპრებისა და საბავშვო ლიტერატურის მნიშვნელობაზე.

"ზღაპარი ეზოპეს ენით ელაპარაკება ბავშვებს. იგი მათ ბავშვობაში ტოვებს და თან იმასაც ეუბნება რომ რეალურ სამყაროში სირთულეებს გადაეყრებიან, ერთგვარად დიდების სამყაროსთვისაც ამზადებს", -აღნიშნა გიორგი კეკელიძემ.

Print