ახალი ამბები
ინტენსიური თოვის გამო ქუთაისი–ტყიბული–ამბროლაურის გზაზე შეზღუდვები მოქმედებს
FaceBook
ინტენსიური თოვისა და ყინვის გამო, საავტომობილო გზებზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმია დაწესებული.


რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის 30 კილომეტრიან მონაკვეთზე ე.წ. ნაქერალას უღელტეხილზე მოძრაობა აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსებისთვის.

დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტისთვის კი მოძრაობა თავისუფალია.

შეზღუდვები, ასევე, ვრცელდება ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზაზე.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით განხორციელდება.
Print