ახალი ამბები
ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობაში იანვრიდან რეორგანიზაცია გამოცხადდება
FaceBook
ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობაში 2017 წლის იანვრიდან რეორგანიზაცია გამოცხადდება. ამის შესახებ ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ, საკრებულოს 30-ე რიგგარეშე სხდომაზე განაცხდა. მისი განმარტებით, რეორგანიზაცია ძირითადად საკრებულოს და მერიის ხარჯზე განხორციელდება. თუმცა, აღნიშნავს, რომ ამ სტრუქტურებში უმიზეზოდ ადამიანების გათავისუფლება არ მოხდება. რეორგანიზაცია ასევე რამდენიმე ააიპ ორგანიზაციასაც შეეხება.

"სადაც მიმაჩნია, რომ ადმინისტრაციამ შესაძლოა კიდევ შემოიჭიროს ქამარი, იქ გამოვაცხადებთ რეორგანიზაციას. ეს არ შეეხება მასწავლებელს, მწვრთნელებს, ტექნიკურ მუშაკს. ოპტიმიზაცია მოხდება მხოლოდ ადმინისტრაციაში და რაიმე შიში ნუ ექნებათ. შესაძლოა პრემია საერთოდ ვერ გავცეთ და ეს ცუდი იქნება იმ ადამიანისთვის, ვინც კარგად მუშაობს. ბიუჯეტის დამტკიცებას ველოდებოდი. ახლა მე შევხვდები მათ და დარწმუნებული ვარ გაგებით მოეკიდებიან.
სჭირდება ქვეყანას ეკონომია? – პირველ რიგში თვითმმართველობის ადმინისტრაცია მოიკლებს," - განცხადა ქალაქის მერმა.

ქალაქის მერის განმარტებით, წინა წლებში მერიაში 800-მდე ადამიანი მუშაობადა ხოლო მისი მიერ ჩატარებული რეორგანიზაციის შედეგად 300-მდე შემცირდა. რითაც, მისი თქმით, კმაყოფილია.

Print