ახალი ამბები
ჭიათურაში დიდთოვლობამ საჯარო სკოლა და ადგილობრივები ელექტროენერგიის გარეშე დატოვა
FaceBook

ჭიათურის სოფელ შუქრუთში დიდთოვლობამ ადგილობრივი მოსახლეობა და # 2 საჯარო სკოლა ელექტროენერგიის გარეშე დატოვა.


თოვლმა ელექტროსადენები დააზიანება, რის გამოც, სოფელში ელექტროენერგიის მიწოდება ათეულობით ოჯახს შეუწყდა, ხოლო # 2 საჯარო სკოლაში გათბობის სისტემა გაითიშა.

მომხდარის გამო, სკოლის ადმინისტრაციამ სასწავლო პროცესის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

ჭიათურის რესურსცენტრში ამბობენ, რომ დაზიანების აღმოსაფხვრელად ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს და სავარაუდოდ, სკოლას ელექტორმომარაგება ხვალიდან აღუდგება.

"დავუკავშირდით "ენერგო პრო–ჯორჯიას" და მიმდინარეობს სამუშაოები. თუ ხვალ აღდგება ელექტრომამარაგება, ჩაირთვება გათბობა და სკოლაც დაუბრუნდება ჩვეულ რეჟმს",–აცხადებს "ქუთაისიპოსტთან" საუბარში ჭიათურის რესურსცენტრის ხელმძღვანელი, ნუგზარ მიროტაძე.

მისივე თქმით, ჭიათურის სხვა სკოლებში სწავლის პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს.

ჭიათურაში სულ 43 საჯარო და ერთი მართლმადიდებლური სკოლაა.

რაც შეეხება ელექტრომომარაგების გარეშე დარჩენილ აბონენტებს, ელექტროენერგია მათაც დაზიანებული სადენების აღდგენის შემდეგ მიეწოდებათ.

 

Print