ახალი ამბები
ქუთაისის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტი ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს
FaceBook
ქუთაისის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტი ადგილობრივმა საკანონმდებლო ორგანომ ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა.

საკრებულოს რიგგარშე 30-ე სხდომაზე ბიუჯეტის დამტიცებას 24 დეპუტატიდან 19 ესწრებოდა და აქედან, პროექტს 16 - მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

ბიუჯეტის კენჭისყრის პროცესს არ დაესწრო საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები.

ადგილობრივ საკანონმდებლო ორგანოს, ბიუჯეტის პროექტი ქალაქის მერმა, შოთა მურღულიამ წარუდგინა.

მისი განმარტებით, ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 2017 წელს მოხდება ოპტიმიზაცია და შემიცირებული იქნება ადმინისტრაციული ხარჯები.

"ეს ყველაფერი ძირითადად საკრებულოსა და მერიის ხარჯზე მოხდება," - აღნიშნა ქალაქის მერმა.

ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, მთავარი პრიორიტეტები მუნიციპლიტეტის ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება, დახვეწა და მოქალაქეთათავის გამჭვირვალე მომსახურების გაწევაა. ასევე ინფრატსრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია, ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა და გარემოს დაცვა.

საკრებულოს უმრავლესობის წევრების განმარტებით, მიმდინარე წლის ბიუჯეტი, გასული წლის ქალაქის მთვარ ფინანსურ დოკუმენტზე უკეთესია.

"ამოდენა ბიუჯეტი მართლაც არასოდეს ქონია ქალაქს, სკამოდ სერიოზული მიდგომით დაიწყო," "მომავალი წლის ბიუჯეტი მართლაც განსაკუთრებულია და ამის სიკეთეებს თავად მოსახლეობა იგრძნობს," "მიხარია, რომ ბიუჯეტი არის მზარდი," - ასე შეაფასეს საკრებულოს უმრავლეობის დეპუტატებმა ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი.

ქუთაისის 2017 წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის მოცულობა 51 572 800 ლარით განისაზღვრა.


Print