ახალი ამბები
გელათის მონასტერში ოთხი დღეა წყალი ჩადის - ფრესკებს საფრთხე ემუქრება (ფოტო)
FaceBook
გელათის სამონასტრო კომპლექსის შენობაში უკვე მეოთხე დღეა წყალი ჩადის, რაც  მე-16 საუკუნის ფრესკებს საფრთხეს უქმნის.

წყალი მონასტრის მთავარ დარბაზსა და კელიაში ჩავიდა.

როგორც სამონასტრო კომპლექსში მიმდინარე სარემონტო სამუშაოების მეთვალყურე განმარტავს, სახურავის დაზიანება სავარაუდოდ, ძლიერმა წვიმამ გამოიწვია.

"სახურავიდან წყალი ჩავიდა მონასტრის კელიაში, თუმცა ამ დროისთვის დაზიანება შეკეთებულია, ხოლო იმ მონაკვეთზე საიდანაც მთავარ დარბაზში წყალი ამ დომდე ჩადის დაზიანების კერის პოვნას უამინდობის გამო ვერ ვახერხებთ, " - ამბობს გელათზე მიმდინარე სამუშაოების მეთვალყურე ტარიელ მკერვალიშვილი.

მისი თქმით, წყალს ჯერ არ დაუზიანებია მონასტერში არსებული მე - 16 საუკინის ფრესკები.

ადგილზე დაზიანებების შესასწავლად უკვე მუშაობს გელათში სარემონტო სამუშაობის სააგენტოს წარმომადგენლები.

" ადრეც ყოფილა უამინდობა, თუმცა მსგავსი შემთხვევები არ დაფიქსირებულა. ახალი გადახურვის ნაწილშია სავარაუდოდ დაზიანება, სადაც ჩვენ ვმუშაობდით.  ახლა ვცდილობთ ეს ადგილი ვიპოვოთ, საუბარი არაა  ფრესკების განადგრებაზე , მაგრამ ყოველი დასველება მათ საფრთხეს უქმნის," - ამბობს გელათის სარემონტო სამუშაოების სააგენტოს ადგილობრივი მენეჯერი, იოსებ კენჭაძე.



გელათის სამონასტრო კომპლექსზე სარებილიტაციო სამუშაობი 2009 წლიდან ამერიკის საელჩოს კულტურული დაცვის ფონდის, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსა და მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება და ის 2017 წლისთვის უნდა დასრულდეს.

რა მდგომარეობაა გელათის სამონასტრო კომფლექსში, ნახეთ ვიდეოსიუჟეტი მალე "ქუთაისიპოსტზე"

Print