ახალი ამბები
ხონში პირველად ორენოვანი ტურისტული რუკა გამოსცეს
FaceBook
სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მიერ დაფინანსებული პროექტი "სუფთა გარემო ჩვენი კეთილდღეობისთვის" დასრულდა

შემაჯამებელი შეხვედრა ქუთაისის დემოკრატიის სკოლაში NIMD გაიმართა.

პროექტს რეგიონალური განვითარების ცენტრი "ნათელი მომავალი" 5 თვის განმავლობაში ახორციელებდა.

ცენტრში განმარტავენ, რომ ამ ხნის განმავლობაში, ხონში არსებულ ტურისტულ ობიექტებზე დასუფთავების 4 აქცია მოეწყო. მასში ჟურნალისტები, NIMD-ის სკოლის მსმენელები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები იყვნენ ჩართული.

"ამ აქციების შემდეგ დაინტერესება გამოხატა კომპანია "ჯეოსელმა", რომელმაც საკუთარი ხარჯებით უზრუნველყო დამატებით დასუფთავების 2 აქციის გამართვა," - განაცხადა ცენტრის "ნათელი მომავალი" ხელმძღვანელმა, მარიკა ვაჭარაძემ.

მისივე თქმით, პროექტის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი ხონის ტურისტული რუქის დამზადებაა,რომელიც მანამდე არ არსებობდა. რუქა ქართულ და ინგლისურენოვანია და მასში დატანილია ხონში არსებული ტურისტული ღირშესანიშნაობები.

პროექტის  "სუფთა გარემო ჩვენი კეთილდღეობისთვის" ფარგლებში ოკაცეს კანიონსა და კინჩხას ჩანჩქერზე, ასევე ორენოვანი საინფორმაციო დაფები განთავსდა, მოეწყო სანაგვე ურნები და დამონტაჟდა დასასვენებელი სკამები.

2015 წლის 15 იანვრიდან საქართველოში "ნარჩენების მართვის კოდექსი" ამოქმედდა. მუნიციპალური ნარჩენებით, გარემოს დაბინძურება სხვადასხვა ოდენობის საჯარიმო სანქციას ითვალისწინებს.


Print