ახალი ამბები
ქუთაისის 2017 წლის ბიუჯეტს ოპოზიციის ნაწილი მხარს არ დაუჭერს
FaceBook
ქუთაისის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტს საკრებულოს ოპოზიციის ნაწილი იწუნებს
"ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ, რომ ბიუჯეტს უარყოფითად აფასებენ და შესამაბისად მხარს არ დაუჭერენ.

ფრაქციის თავმჯდომარე, დავით გოგისვანიძე "ქუთაისიპოსტთან" საუბარში ამბობს, რომ მიზეზებს მოგვიანებით განმარტავს.

"ლეიბორისტული პარტიის" წარმომადგენელი საკრებულოში, სამსონ გუგავა კი ამბობს, რომ მისთვის მომავალი ბიუჯეტის პრიორიტეტები მიუღებელია.

"ბოლო 10–12 წელი არაფერი შეცვლილა. ეს არ არის განვითარებაზე ორიენტირებული ბიუჯეტი და არ არის პრიორიტეტები ხალხის სასარგებლოდ შერჩეული",–ამბობს სამსონ გუგავა.

ქალაქის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს არც ყოფილი "რესპუბლიკელი" ნატო ქათამაძე უჭერს მხარს.

რაც შეეხება დავით წიტაიშვილს, ნინო ბურჯანაძის პარტიის წარმომადგენელი ქუთაისის საკრებულოში ამბობს, რომ ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი მისცემს თუ არა ხმას ბიუჯეტის დამტკიცებას.

ქუთაისის 2017 წლის ბიუჯეტი დასამტკიცებლად საკრებულოს სხდომაზე დღეს გამოვა.

ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტის მოცულობა   51 572 800 ლარით განისაზღვრა. 

Print