ახალი ამბები
გოგონათა მხატვრული სახეები - ფილმის ჩვენება და გამოფენა ქუთაისში
FaceBook
გოგონათა მხატვრული სახეები - ამ სახელწოდების ფილმი და გამოფენა გაიმართა ქუთაისში დემოკრატიის ჩართულობის ცენტრში.

ფილმისა და გამოფენის მთავარ გმირებს გოგონები წარმოადგენენ, რომლებიც ვერბალურად თუ სხეულის ენით საკუთარ ისტორიებს ყვებიან.

"ფილმი აგებულია ინტერვიუებზე, სადაც თხუთმეტამდე ქალი და გოგონა იღებს მონაწილეობას. ეს არის გოგონების ენით მოტანილი ისტორიები, რომელიც მათ ცხოვრებას ასახავს, არც თუ მარტივს ჩვენს ტრადიციულ და პატრიარქალურ გარემოში", - აღნიშნა ფილმისა და ფოტოების ავტორმა სალომე კერესელიძემ.

ფილმზე მუშაობა სამი თვის მანძილზე მიმდინარეობდა დასავლეთ საქართველოს რეგიონებში.

ფილმი მხატვრულ-დოკუმენტურია და 35 წუთს გრძელდება.

"გოგონათა მხატვრული სახეების" პერსონაჟებს სექსუალური უმცირესობებიც წარმოადგენენ, რომლებიც საზოგადოების მხრიდან დისკრიმინაციაზე საუბრობენ, რის გამოც ვერ ახდენენ თვითრეალიზაციას და საკუთარი იდენტობის აღიარებას.

ფილმის ჩვენების შემდეგ გაიმართა დისკუსია.
„არიან ადამიანებზე რომლებიც ჩვენს გევრდით ცხოვრობენ, მაგრამ  ვერ ვხედავთ და ან არ ვხედავთ . ამ ფილმის მცდელობაა ამ ადამიანები ხმა გაგვაგონოს“, - აღინიშნა დისკუსიაზე.

პროეექტის მხარდამჭერია "ქალთა ფონდი" და გერმანული ჯგუფი "ფილია".

Print