ახალი ამბები
დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე, შესაძლოა, წყლის დონემ მოიმატოს
FaceBook

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით 13 დეკემბრის დღის ბოლოდან 15 დეკემბრამდე საქართველოს ტერიტორიაზე ამინდი გაუარესდება.


დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მომატება.

მოსალოდნელია ნალექი უმეტესად თოვლის სახით, ზოგგან ძლიერი, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალმთიან რაიონებში ქარბუქი, ზვავსაშიშ რეგიონებში თოვლის ზვავები, ზღვაზე 4 – 6 ბალიანი შტორმი, საავტომობილო გზებზე ლიპყინული.


საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვისა და ყინვის გამო, გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის სევე, ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზებზე მოზრაობა შეზღუდულია.

Print