ახალი ამბები
ქუთაისში 17 დევნილ ოჯახს შეშა გადაეცა
FaceBook
ქუთაისში, სასტუმრო  "თბილისში" მცხოვრებ 17 დევნილ ოჯახს, ზამთრის სეზონთან დაკავშირებით, შეშა გადაეცა.
როგორც სასტუმროს მცხოვრებლები ამბობენ, მათთვის ეს დახმარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ზამთრის ცივ დღეებში გათბობის სხვა საშუალება არც ერთ მათგანს ჰქონდა.

"ვთხოვეთ მერიას და ვისაც ძალიან უჭირდა, მათთვის მოგვცა საკმარისი რაოდენობით. სულ 17 ოჯახია, ვისაც შეშა გადაეცა",–ამბობს სასტუმროში მცოხვრები დევნილი, ვეფხია მიქაუტაძე.

ქუთაისში, სასტუმრო "თბილისში" აფხაზეთიდან დევნილი 60 ოჯახი ცხოვრობს.
Print